Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქოშერული მაღაზიის მუსლიმ თანამშრომელს


პარიზში ქოშერული მაღაზიის თანამშრომელმა ადამიანების გადარჩენისათვის საფრანგეთის პრეზიდენტისგან მადლობა მიიღო. ქვეყნის პრეზიდენტმა 24 წლის მალელ მუსლიმს, ლასან ბატილის მადლობა ტელეფონით გადაუხადა. პარასკევს ქოშერულ მაღაზიაში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ბატილიმ მაღაზიაში მყოფი ადამიანები სარდაფში, მაცივრის განყოფილებაში გადამალა: „მე მათ ვუთხარი, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ, თორემ იპოვიდნენ და დახოცავდნენ“, - იხსენებს პარასკევის მოვლენებს 24 წლის ახალგაზრდა. თავდამსხმელმა ოთხი მძევალი მოკლა. ქოშერულ მაღაზიაზე შტურმისას სამართალდამცავებმა მოკლეს თავად თავდამსხმელი ამედი კულიბალი, რომელმაც სავარაუდოდ, ერთი დღით ადრე მოკლა ქალი პოლიციელი. გამოძიების მიხედვით, კულიბალი ძმები კუაშების თანამზრახველი იყო, რომლებმაც განახორციელეს თავდასხმა პარიზში, სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე.

XS
SM
MD
LG