Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ებდოზე თავდამსხმელები გმირებად შერაცხეს პაკისტანში გამართულ მსვლელობაზე


პაკისტანში, ფეშავარაში გაიმართა დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ ძმებს, რომლებსაც პასუხიმგებლობა დაეკისრათ გასულ კვირაში, პარიზში, ჟურნალ შარლი ებდოს რედაქციაზე თავდასხმასა დარედაქციის წევრების მკვლელობაში. დემონსტრაციაზე ერთ-ერთ მონაწილეს აღმართული ჰქონდა პლაკატი, რომლითაც ძმები კუაშები „გმირებად“ იყვნენ მიჩნეული, ჟურნალის თანამშრომლები კი „არარაობად“. სასულიერო პირმა, რომელიც უძღვებოდა დემონსტრაციას, ძმებს „წამებულები უწოდა“. დემონსტრანტები გაიძახოდნენ ლოზუნგს, „სიკვდილი ებდოს პუბლიკაციებს“. კიდევ ერთ პლაკატზე კი წაიკითხავდით: „ძლიერი გზავნილი იყო ის ძმებმა კუაშებმა მიიტანეს“. ძმები პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დახოცეს 9 იანვარს. თავდასხმა ჟურნალ შარლი ებდოს რედაქციაზე, რომლის დროსაც 12 ადამიანი მოკლეს, 7 იანვარს მოხდა.

XS
SM
MD
LG