Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი: არასამთავრობო ორგანიზაციები „ეროვნული მიზნების“ მიღწევას უნდა ემსახურებოდნენ


რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები
„საერთო ეროვნული ინტერსების“ მიღწევას უნდა ემსახურებოდნენ. ამის თაობაზე ვლადიმირ პუტინმა 15 იანვარს ისაუბრა ფორუმზე „სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება“. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა იყვნენ ჩაბმული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონკურენციაში. ამასთან პუტინმა მოუწოდა რეგიონულ ხელისუფლებას, რომ სოციალურ სფეროს ზოგიერთი ფუნქცია, მაგალითად, საგადასახადო შეღავათების კონტროლი, - გადასცეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც, როგორც პუტინი ვარაუდობს, არასამთავრობო სექტორს მთავრობის ნაწილად აქცევს.

XS
SM
MD
LG