Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას


ევროპარლამენტარებმა უკრაინაში ტერორისტული აქტები დაგმეს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძალაში დატოვებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, სანქციები მანამდე უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში თავის სტრატეგიას არ შეცვლის, არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, არ გაიყვანს საკუთარ ჯარს და არ შეწყვეტს სეპარატისტების დახმარებას. ამავდროულად, დოკუმენტის თანახმად, პოლიტიკური და დიპლომატიური არხები რუსეთთან მიმართებაში უნდა დარჩეს ღია. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, შეიმუშაონ გეგმა რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის წინააღმდეგ, უკრაინას კი რეფორმების გატარებაში დაეხმარონ.

XS
SM
MD
LG