Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი უარყოფს დონეცკის აეროპორტზე კონტროლის დაკარგვას


კიევი სიცრუეს უწოდებს პრორუსულად განწყობილი დონეცკის თვითმარქვია ხელისუფლების განცხადებას, დონეცკის აეროპორტზე კონტროლის სრულად აღდგენის შესახებ. როგორც უკრაინის არმიის გენშტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა, „დონეცკის აეროპორტის ახალ ტერმინალს ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალები აკონტროლებენ.“ პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა 15 იანვარს განაცხადეს, რომ მათმა შეიარაღებულმა რაზმებმა მძიმე ბრძოლების შედეგად დაიკავეს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარe ქალაქ დონეცკის საერთაშორისო აეროპორტი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 14 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, დონეცკის აეროპორტის გარშემო ბრძოლას „რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მხრიდან მათ მიერ აღებული სამშვიდობო ვალდებულებების ბოლო აღმაშფოთებელი დარღვევა უწოდა.“ ეუთომ კი მოუწოდა მხარეებს შეწყვიტონ ცეცხლი დონეცკის აეროპორტის გარშემო და დაიწყონ მოლაპარაკებები.

XS
SM
MD
LG