Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება დასრულდა „შეზღუდული“ პროგრესით


დიპლომატების განცხადებით, 18 იანვარს, ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკება „შეზღუდული პროგრესით“ დასრულდა. ირანისა და ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, აშშ-ის და გერმანიის წარმომადგენლებმა დახურულ კარს მიღმა გამართეს შეხვედრა შვეიცარიის ქალაქში მდებარე ევროკავშირის დიპლომატიური მისიის შენობაში. ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, აბას არაღჩიმ მოლაპარაკებას უწოდა „გამოსადეგი“, თუმცა დასძინა, რომ ამ ეტაპზე „კვლავაც ძალიან ნაადრევია რაიმე სახის პროგრესზე საუბარი“. ჩინეთის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი თებერვლის დასაწყისისთვის დაიგეგმა, თუმცა ადგილი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მოლაპარაკებათა მიზანია თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ის ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. აშშ-ის კანონმდებლები გამოდიან ინიციატივით ირანს ახალი სანქციები დაუწესდეს იმ შემთხვევაში, თუ 30 ივნისამდე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. მაგრამ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 16 იანვარს კონგრესს მიმართა თხოვნით თავი შეიკავოს ახალი სანქციების დაწესებისგან და განაცხადა, რომ სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ის ვეტოს დაადებს ამგვარ კანონპროექტს.

XS
SM
MD
LG