Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: სომხური ოჯახის მკვლელობისსაქმეს სწრაფად გამოიძიებენ


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პირობას დებს, რომ სწრაფად გამოძიებენ და სათანადოდ დასჯიან, სომხეთში, რუსეთის სამხედრო ბაზის მახლობლად ოჯახის ექვსი წევრის მკვლელს. მაგრამ პუტინის და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის სატელეფონო საუბრის შესახებ ცნობაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ რუსეთი სომხეთს დასაცემს ჯარისკაცს, რომელმაც ხელისუფალთა ცნობით, აღიარა მკვლელობა. გიუმრიში ოჯახის ამოხოცვას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა, მოსახლეობა რიგით ვალერი პერმიაკოვის სომხეთის მართლმსაჯულებისთვის გადაცემას მოითხოვს. პუტინმა, სარქისიანთან საუბრისას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG