Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Google-ი Apple-ი, Intel-ი და Adobe თანხმობას აცხადებენ, 415 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაიხადონ


საძიებო სისტემის გიგანტი Google და თანამედროვე ტექნოლოგიების ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიც Apple, Intel და Adobe არიან, თანხმობას აცხადებენ, 415 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაიხადონ თანამშრომელთა უფლებების დარღვევისთვის. უცხოური მედიის ინფორმაციით, ოთხივე კომპანია მზადაა მათ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით ფულადი კომპენსაცია გადაიხადოს. 2011 წელს აშშ-ის სასამართლოში ოთხი კომპანიის წინააღმდეგ 64 ათასზე მეტი თანამშრომლის სახელით შევიდა სარჩელი. სარჩელი 3 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითვალისწინებს. Google-ის, Apple-ის, Intel-ისა და Adobe-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის თანახმად, ოთხივე ამერიკული გიგანტი შეთანხმდა, რომ ერთმანეთის თანამშრომლებს არ გადაიბირებდნენ. როგორც სარჩელის ავტორები აცხადებენ, ამ შეთანხმების გამო კომპანიის თანამშრომლებს წინააღმდეგობები შეექმნათ უფრო მიმზიდველი სამუშაოს ძიებაში. კომპანიის თანამშრომლების სარჩელი ძირითადად კომპანიის ხელმძღვანელთა ელექტრონულ მიმოწერას ეყრდნობოდა.

XS
SM
MD
LG