Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცხეთაში დაკრძალეს ადრიატიკის ზღვაში კატასტროფის შედეგად დაღუპული სასულიერო პირი


საქართველოში დაკრძალეს სასულიერო პირი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია, რომელიც გასულ თვეში დაიღუპა, ადრიატიკის ზღვაში ბორანზე ხანძრით გამოწვეული კატასტროფის შედეგად. ის მიწას მიაბარეს მცხეთაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრის ეზოში. ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. იტალიის პრესის ინფორმაციით, ქართველმა სასულიერო პირმა სამაშველო ნავზე ადგილი დაუთმო ბავშვს და ქალს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ილია კარტოზია სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისთვის და განსაკუთრებული პიროვნული მამაცობისთვის.

XS
SM
MD
LG