Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა პირველად მიიღო მონაწილეობა ერგნეთის შეხვედრაში


საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა, კიასტუტის იანკაუსკასმა პირველად მიიღო მონაწილეობა ერგნეთის შეხვედრაში. ეს იყო ოკუპირებულ ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში გამართული 51-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. შეხვედრები იმართება ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენლის ორგანიზებით. შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ახალ ხელმძღვანელს და გამოთქვეს სურვილი, რომ გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. 20 იანვარს ერგნეთში ისაუბრეს დაკარგულ პირებზე, რომელთა ადგილსამყოფელიც უცნობი რჩება. იმსჯელეს აგრეთვე უსაფრთხოებისა და გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე. ერგნეთში შემდეგი შეხვედრა 27 თებერვალს გაიმართება. საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ახალი ხელმძღვანელი, კიასტუტის იანკაუსკასი ლიტვიდანაა და მან ამ პოსტზე ტოივო კლაარი შეცვალა, რომელიც 2013 წლის 1 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა მისიას.

XS
SM
MD
LG