Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი დასავლეთს ადანაშაულებს რუსეთის იზოლირების მცდელობაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს ადანაშაულებს რუსეთის იზოლირების მცდელობაში და აფრთხილებს მას, რომ ასეთი ძალისხმევა ამაოა. 21 იანვარს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთში ბევრი ემხრობა რუსეთის იზოლირებას და მსგავსი მოწოდებით გამოვიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტიც, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მოხსენებაში. „მთელი ეს მცდელობები შედეგს ვერ მოიტანს. და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთი კურსის მიუხედავად, პრეზიდენტმა პუტინმა ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა და ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ რუსეთი არასოდეს დაადგება თვითიზოლაციის, ეჭვიანობის, მტრების ძიების გზას“, განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, რუსეთს არ სურს ახალი ცივი ომი და ვაშინგტონს მოუწოდებს თანამშრომლობის განახლებისაკენ. ლავროვმა აღნიშნა ასევე, რომ რუსეთი ყველა ღონეს იხმარს უკრაინაში კრიზისის მოსაგვარებლად. ლავროვის პრეს-კონფერენცია გაიმართა სულ რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ის უკრაინის კონფლიქტის შესახებ იმსჯელებს შეხვედრაზე, რომელიც ბერლინში გაიმართება ლავროვისა და მისი სამი კოლეგის - უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG