Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა დავოსში ჩატარებულ სესიაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი განაგრძობს ვიზიტს დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. მისი პრესსამსახურის ცნობით, ის სიტყვით გამოვიდა სესიაზე „მოგზაურობა და ვაჭრობა მაღალი რისკების ეპოქაში“ და ღია საზღვრების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. პრესსამსახური ავრცელებს ნაწყვეტს მისი გამოსვლიდან - „ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით), საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი წინ. ეს ხელშეკრულება იძლევა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებში სატარიფო და არასატარიფო დაბრკოლებების მოხსნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ის არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრს". 21 იანვარს ღარიბაშვილი დავოსში შეხვდა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.

XS
SM
MD
LG