Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ინფორმაციით, უკრაინაში სეპარატისტები სულ უფრო მეტ ტერიტორიას იპყრობენ


ნატო აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები სულ უფრო მეტ ტერიტორიას იპყრობენ - დასავლეთისაკენ უკან დახევას აიძულებენ უკრაინის მთავრობის ჯარებს. ნატოს სამხედრო ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა 22 იანვარს ბრიუსელში განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში „კონტაქტის ხაზზე“ ცუდი ვითარებაა და გენერალი შეშფოთებულია იმ გარემოებით, რომ მეამბოხეებმა წინ წაიწიეს. ბრიდლავმა დასძინა, რომ ნატო არ უქმნის საფრთხეს რუსეთს და მხოლოდ ცდილობს, აღადგინოს ევროპაში აღიარებული ნორმები, როგორიცაა საერთაშორისო საზღვრებისა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემა. როგორც ამერიკელმა გენერალმა აღნიშნა, ნატო აპირებს, აღადგინოს კონტაქტი რუს გენერალ ვალერი გერასიმოვთან, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსია.

XS
SM
MD
LG