Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა საუდის არაბეთის მეფე აბდულა


საუდის არაბეთის მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში ფილტვების ინფექციით. აბდულა საუდის არაბეთის მეფე 2005 წელს გახდა. ის მეხუთე ძმა იყო, რომელიც სამეფო ტახტზე ავიდა. ახალი მეფე აბდულას ნახევარძმა, 79 წლის სალმანი გახდება. ერაყის რეგიონული მმართველობის აპარატის ხელძღვანელმა ფუად ჰუსეინმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ „მეფის სიკვდილი დიდი დანაკლისია არა მხოლო საუდის არაბეთის, არამედ მთელი არაბული სამყაროსთვის. მეფე აბდულა ცდილობდა გამოენახა არაერთი პრობლემის, მათ შორის, განსაკუთრებით, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების გზები“. მეფის სიკვდილის გამო აიწია ნავთობის ფასმა, მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი არ აპირებდა მოპოვების რაოდენობის შეცვლას. საუდის არაბეთი ნავთობის მსოფლიო მარაგის მეხუთედს ფლობს და გავლენა აქვს მსოფლიოს ერთნახევარ მილიარდზე მეტ მაჰმადიანზე იმის გამოც, რომმის ტერიტორიაზე მუსლიმთა წმინდა ადგილები, მექა და მედინა.

XS
SM
MD
LG