Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დიდი მუფთი: სიტყვის თავისუფლებას საზღვარი აქვს


რუსეთის დიდი მუფთი, რავილ გაინუტდინი თვლის, რომ სიტყვის თავისუფლებას საზღვარი უნდა ჰქონდეს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთის მაჰმადიანები დემოკრატიას ემხრობიან, მაგრამ დაამატა, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ყველას „შეუძლია, ყველაფერი თქვას ყველაფერზე ყველგან“. გაინუტდინმა თათრული ანდაზები მოიყვანა: „სიტყვას მორჩენაც შეუძლია და მოკვლაც“, „ფიზიკურ ტკივილს მოირჩენ, სიტყვით მოყენებულ ჭრილობას, ვერა“.

XS
SM
MD
LG