Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ინდოეთმა შეთანხმებას მიაღწიეს ბირთვულ სფეროში


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 25 იანვარს ინდოეთში დაიწყო თავისი ორდღიანი ვიზიტი. ის კვირას ინდოეთის პერემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდა. ობამამ და მოდიმ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩიხიდან გამოვიდეს ხელშეკრულება სამოქალაქო ბირთვული ენერგიის შესახებ, შეთანხმება, რომელიც 2008 წელს შედგა, და რომელიც ინდოეთისთვის სამოქალაქო ბირთვულ ტექნოლოგიას ხდიდა ხელმისაწვდომს, აშშ-ის მოთხოვნით იქნა შეჩერებული, ნიუ დელისთვის საწვავი მასალების მიწოდების და მათზე ინდოეთის პასუხიმგებლობის განსაზღვრის გამო. მოდიმ დღეს კმაყოფილება გამოხატა ახალი შეთანხმების გამო და თქვა, რომ ორი ქვეყანა ამ სფეროში კომერციული თანამშრომლობისკენ მიდის. ობამამ განაცხადა, რომ დღეს გარღვევას მივაღწიეთ ურთიერთგაგების ორ საკითხში ,რომლებიც აჩერებდა ჩვენს შესაძლებლობას, გვეთანამშრომლა სამოქალაქო ბირთვულ სფეროშიო. ინდოეთში ობამას ვიზიტის უმთავრესი მოვლენა, ამ ქვეყანასთან ურთიერთობის განვითარებასთან ერთად, არის სამხედრო აღლუმზე დასწრება 26 იანვარს, როცა ინდოეთის 1950 წლის კონსტიტუციის ძალაში შესვლას იზეიმებენ. ის პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ამ აღლუმს დაესწრება. ობამამ ინდოეთში ვიზიტი ერთი დღით შეამცირა და 27 იანვარს საუდის არაბეთში ჩავა, ახალ მონარქ სალმანთან შესახვედრად.

XS
SM
MD
LG