Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები განდევნეს სირიის ქალაქ კობანიდან


გავრცელებული ინფორმაციით, ქურთთა სამხედრო დანაყოფებმა აშშ-ის ავიაციის მხარდაჭერით საბოლოოდ განდევნეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამისტური სახელმწიფოს“ მებრძოლები ქალაქ კობანიდან, რომლისთვისაც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები. ინფორმაციას ამის თაობაზე, ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორია ავრცელებს. ორგანიზაციის ხელმძრვანელობის ცნობით, ექსტრემისტები განდევნეს თურქეთის საზღვრებამდე. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქურთებით დასახლებული ქალაქი კობანი და მის გარშემო მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გასული წლის ზაფხულში დაიკავა. ამავდროულად, ერაყის არმიის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ „ისლამური სახელმწიფოსაგან“ გაანთავისუფლეს ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე დიალას პროვინცია.

XS
SM
MD
LG