Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის პრემიერი: თბილისში ბიზნესთანამშრომლობის სტიმულირებისთვის ჩამოვედი


საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა სასტუმრო "რედისონში" გამართულ საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თბილისში ჩამოვიდა ბიზნესთანამშრომლობის მხარდასაჭერად და სტიმულირებისათის. მან განაცხადა, რომ ლიტვის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა ევროკავშირში და დასძინა, რომ მოხარულია იმით, რომ საქართველომ და ლიტვამ მოახერხეს ჩაეყარათ ძალიან მყარი საფუძველი თანამშრომლობისა, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში.

XS
SM
MD
LG