Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში დაიწყო სასამართლო მოსმენა ლიტვინენკოს საქმეზე


ლონდონში დაიწყო სასამართლო მოსმენა ყოფილი რუსი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმეზე. ლიტვინენკო 2006 წლის ნოემბერში გარდაიცვალა ლონდონში, რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად. მოსამართლე რობერტ ოუენის განმარტებით, მოსმენების ერთ-ერთი მთავარი მიზანია „ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთის ხელისუფლების შესაძლო მონაწილეობის“ დადგენა. ბრიტანელი გამომძიებლების ვარაუდით, ლიტვინენკო მოწამლეს რუსეთის მოქალაქეებმა ანდრეი ლუგოვოიმ და დმიტრი კოვტუნმა, რომლებიც ლონდონში იმყოფებოდნენ და ლიტვინენკოს შეხვდნენ 2006 წლის 1 ნოემბერს. ლონდონში ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, ლიტვინენკოს საქმეზე სასამართლო მოსმენა ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი საზოგადოებისათვის ღიაა და ათი კვირა, 31 მარტამდე გაგრძელდება. ხოლო დახურულ მოსმენაზე, რომლის მსვლელობაშიც ბრიტანეთის სპეცსამსახურების საიდუმლო დოკუმენტებს განიხილავენ, დაშვებული იქნებიან მხოლოდ საგანგებო საშვების მქონე პირები.დახურული მოსმენა 31 მარტის შემდეგ დაიწყება და, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა გასტანს.

XS
SM
MD
LG