Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრიდომ ჰაუსმა" გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში თავისუფლების მდგომარეობაზე


28 იანვარს „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში „მსოფლიოში თავისუფლების შესახებ - 2015“. დოკუმენტში 195 ქვეყანაა მიმოხილული. საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფლად“ ფასდება (პოლიტიკური უფლებები - 3, სამოქალაქო თავისუფლებები - 3). „ფრიდომ ჰაუსის“ შკალით, ყველაზე თავისუფლად ითვლება ქვეყანა, რომელიც 1 ქულით ფასდება, ყველაზე არათავისუფლად კი - 7 ქულად. „დემოკრატიის აღიარება მსოფლიოში მმართველობის დომინანტურ ფორმად და დემოკრატიულ იდეებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემად უფრო მეტი საფრთხის ქვეშ არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბოლო 25 წლის განმავლობაში“ - განაცხადა „ფრიდომ ჰაუსის“ გამოკვლევების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა არჩ პადინგტონმა. წლევანდელი ანგარიშის ქვესათაურია - „უარყოფილი დემოკრატია: მიბრუნება რკინის მუშტისკენ“. წელს „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, მსოფლიოს 89 ქვეყანაა თავისუფალი, 55 - ნაწილობრივ თავისუფალი და 51 - არათავისუფალი. ვითარების გაუარესებაში მნიშვნელოვან ფაქტორებად სახელდება ტერორიზმი და რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

XS
SM
MD
LG