Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო იუწყება ლიბანში მისი სამშვიდობო ძალების წევრის დაღუპვის შესახებ


ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალების განცხადებით, მოკლულია მისი ერთი წევრი. დეტალებზე არაფერს იუწყებიან. ისრაელი კი აცხადებს, რომ მისი ოთხი ჯარისკაცი დაიჭრა ლიბანთან სადავო ტერიტორიაზე არმიის პატრულზე თავდასხმის შედეგად. ისრაელის არმიამ საპასუხოდ ათობით რაკეტა დაუშინა სამხრეთ ლიბანს. ისრაელის ცნობით, ინციდენტისას, რომლის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი დაიჭრა, სამხედრო ავტომანქანას ანტისატანკო ჭურვი მოხვდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების ჯგუფმა „ჰიზბოლამ“. ამ თავდასხმიდან ცოტა ხანში რაკეტები დაუშინეს ისრაელის პოზიციებს ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე. ძალადობის აქტები რამდენიმე საათში მოჰყვა სირიაში ისრაელის საჰაერო დარტყმის განხორციელებას. ბოლო 10 დღეა, სასაზღვრო რეგიონში გამწვავებულია დაძაბულობა მას შემდეგ, რაც სირიაში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ „ჰიზბოლას“ წევრები და ირანელი გენერალი.

XS
SM
MD
LG