Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: ბოლო 24 საათში დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 29 სამხედრო


უკრაინის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთში პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებთან მიმდინარე ბრძოლაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 29 ჯარისკაცი. არმიის პრესმდივნის, ანდრეი ლისენკოს ცნობით, სეპარატისტებმა სამთავრობო პოზიციებზე 100-ზე მეტი იერიში მიიტანეს ჭურვებით და რაკეტებით. ლისენკოს განცხადებით, ბოლო ხანებში მოიმატა მეამბოხეთა დასახმარებლად ჩასულმა რუსი სამხედრო ინსტრუქტორების რიცხვმა. უფრო ადრე სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ მთავრობის ძალები ფაქტობრივად ალყაში ჰყავთ მოქცეული სტრატეგიულ ქალაქ დებალცევოში, რომელიც სეპარატისტთა კონტროლის ქვეშ მყოფ პროვინციულ დედაქალაქებს, დონეცკსა და ლუგანსკს შორის გზაგასაყარზე მდებარეობს. ბრიუსელში 29 იანვარს გაიმართება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ გაუხანგრძლივონ თუ არა ვადა რუსეთისთვის უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო დაწესებულ სანქციებს და დამტკიცდეს თუ არა დამატებითი სანქციები. დიპლომატებმა რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ 28 იანვარს, მოსამზადებელ შეხვედრაზე კონსენსუსის მიღწევას საბერძნეთის მხრიდან გამოთქმულმა წინააღმდეგობამ შეუშალა ხელი.

XS
SM
MD
LG