Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია: უკრაინის თაობაზე მინსკში 30 იანვარს გაიმართება შეხვედრა


ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები მინსკში 30 იანვარს გამართავენ შეხვედრას უკრაინის კონფლიქტის თაობაზე. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოაქვთ სამინისტროს პრესმდივნის, დმიტრი მირონჩიკის სიტყვები, რომ შეხვედრის „ზუსტი ადგილი და დრო“ 30 იანვარს დილით გახდება ცნობილი. ჯერჯერობით გაურკვეველია შეხვედრაში მონაწილეობას თუ მიიღებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები, რომლებიც უკრაინის მთავრობას ებრძვიან.შეხვედრის ფონია მზარდი საერთაშორისო შეშფოთება, რომელსაც იწვევს კონფლიქტის ესკალაცია და სეპარატისტთა განცხადებები, რომ ისინი მეტ ტერიტორიას ჩაიგდებენ ხელში და არ გამოიჩენენ ინიციატივასსამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს „მყისიერი ზავი და კონფლიქტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გატანა.“ კონფლიქტს აპრილის შემდეგ 5,100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG