Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 2009 წლის შემდეგ პირველად მცირდება არყის ფასი


1 თებერვლიდან რუსეთში მცირდება ერთი ბოთლი არყის მინიმალური საცალო ფასი. ალკოჰოლიანი სასმელების ფასების მარეგულირებელი სახელმწიფო უწყების განკარგულების თანახმად, ერთი ნახევარლიტრიანი ბოთლი არყის ფასი თითქმის 16 პროცენტით შემცირდება და 185 რუბლს (ანუ, ახლანდელი კურსით, 2,5 დოლარს) შეადგენს. ეს რუსეთში არყის ფასის შემცირების პირველი შემთხვევაა 2009 წლის შემდეგ. ალკოჰოლიანი სასმელების მინიმალურ ფასს სახელმწიფო არალეგალურ პროდუქციასთან საბრძოლველად ადგენს. შესაბამისი უწყება ამ ფასს წელიწადში ერთხელ გადასინჯავს ხოლმე.​

XS
SM
MD
LG