Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სამხედრო ძალას გაზრდის „სტრატეგიულ რაიონებში“


რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იმისათვის, რომ არ დაუშვას სხვა ქვეყნების დომინირება, რუსეთი გააძლიერებს სამხედრო ძალებს „სტრატეგიულ რაიონებში“. სერგეი შოიგუმ ამის თაობაზე 30 იანვარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კოლეგიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დასახული შესაბამისი ამოცანა სამხედრო უწყების მიერ „უსიტყვოდ შესრულდება“. რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი დასავლეთის მხრიდან მუდმივი მუქარის ქვეშ იმყოფება, ხოლო უკრაინის არმიას პუტინმა ცოტ ხნის წინ ნატოს „უცხოური სამხედრო ლეგიონი“ უწოდა. კრემლის ლიდერის ამ განცხადებას, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ნონსენსი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG