Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში შიიტთა მეჩეთზე თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა


პაკისტანის ოფიციალურ პირთა თანახმად, 49 ადამიანი მოკვდა და 30 დაშავდა სინდჰის პროვინციაში, შიიტთა მეჩეთზე თავდასხმის დროს. თავდასხმა მოხდა პარასკევის ლოცვისას, 30 იანვარს. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერ არავის უკისრია. სუნიტი ექსტრემისტები ხშირად ესხმიან თავს შიიტებს, რომლებსაც ჭეშმარიტ მუსლიმებად არ მიაჩნიათ.

XS
SM
MD
LG