Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი აცხადებს, რომ საბერძნეთისათვის ვალების შემცირება არ მოხდება


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით ათენისათვის არ უნდა მოხდეს ვალების შემსუბუქება, რასაც საბერძნეთის ახალი ხელისუფლება ესწრაფვის. ერთი დღით ადრე, ევროკავშირის ტროიკასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვაროუფაკისმა განაცხადა, რომ საბერძნეთის ხელისუფლება აღარ აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას ამ ჯგუფის აუდიტორებთან, რომელშიც ევროპის კომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ბერძენმა მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ითანამშრომლებს კრედიტორებთან, მაგრამ არა ტროიკასათან, რომელსაც ვაროუფაკისმა „დამპალ ფუნდამენტზე დაფუძნებული კომიტეტი“ უწოდა. როგორც გერმანიის კანცლერმა უთხრა გაზეთ ჰამბურგერ აბენდბლატს, მას ვერ წარმოუდგენია ვალების ახალი შემცირება საბერძნეთისათვის, რადგან კერძო კრედიტორების მხრიდან, საკუთარი ნებით, უკვე ჰქონდა საბერძნეთისათვის რამდენიმე მილიარდიანი სესხის ჩამოწერას.

XS
SM
MD
LG