Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ორი ადამიანი ჩამოახრჩვეს


პაკისტანში ჩამოახრჩვეს ორი მეამბოხე, რომელსაც ბრალად ედებოდა 2001 წელს შიიტი ექიმის მკვლელობა კარაჩიში. ორივე პირი პაკისტანში აკრძალული სუნიტური დაჯგუფების „ლაშქარ-ე-ჯანგვის“ წევრი იყო. ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, დაადასტურა, რომ დაჯგუფების წევრები 3 თებერვლის დილით ჩამოახრჩეს. გასული წლის დეკემბერში პაკისტანმა გააუქმა მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე მას შემდეგ, რაც 16 დეკემბერს მეამბოხეები თავს დაესხნენ პეშავარში მდებარე სკოლას და 150 ადამიანი, მათ შორის - 134 ბავშვი დახოცეს.

XS
SM
MD
LG