Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ წამებით მოკლა იორდანელი მფრინავი


ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ 3 თებერვალს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს დეკემბერში შეპყრობილი იორდანელი მფრინავის მკვლელობა - ცოცხლად დაწვა. ვიდეოზე ჩანს მამაკაცი - დაკავებული მფრინავი მააზ ალ-კასაესბეჰი, რომელსაც ცეცხლი აქვს მოდებული და გამოკეტილია ლითონის გალიაში. კასაესბეჰი დეკემბერში შეიპყრეს ექსტრემისტებმა, როცა მისი თვითმფრინავი სირიაში ჩამოვარდა. ნათესავებმა 3 თებერვალს დაადასტურეს, რომ მათ იორდანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ შეატყობინა მააზ ალ-კასაესბეჰის სიკვდილის შესახებ.

XS
SM
MD
LG