Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიამ სიკვდილით დასაჯა ორი ტუსაღი მისი მფრინავის მოკვლის საპასუხოდ


ვიდეოჩანაწერმა, რომელზეც გადაღებული იყო დატუსაღებული იორდანელი მფრინავის ცოცხლად დაწვა ისლამური სახელმწიფოს მიერ, აღშფოთება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში და ის დაიგმო. იორდანიამ სიკვდილით დასაჯა ტერორისტული, თვითმკვლელის თავდასხმის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული ერაყელი ქალი, საჯიდა ალ-რიშავი და კიდევ ერთი ერაყელი, ისლამური სახელმწიფოს მიერ იორდანელი მფრინავის ცოცხლად დაწვის ვიდეო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ. ალ-რიშავი, ცნობით, ჩამოახრჩეს 4 თებერვალს ზიაბ კარდობისთთანერთად. ეს უკანასკნელი ალ ყაიდის წევრი იყო, რომელსაც 2008 წელს ერაყელის მკვლელობა ბრალდებოდა. ალ-რიშავი სიკვდილმისჯილთა რიგებში იყო თავისი როლის გამო ამანში, 2005 წელს მოწყობილ ტერაქტებში, რომლებმაც ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა. ისლამური სახელმწიფო იორდანიისგან მფრინავის განთავისუფლების საპასუხოდ ალ-რიშავის გამოშვებას ითხოვდა.

XS
SM
MD
LG