Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბეთის გაერთიანებული საამიროები წყვეტს საჰაერო ოპერაციებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ


აშშ-ის უსაფრთხოების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გასული წლის ბოლოს შეწყვიტა სირიის თავზე საბრძოლო საჰაერო ოპერაციების განხორციელება, მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულმა ჯგუფმა, „ისლამურმა სახელმწიფომ“ იორდანიელი პილოტი ჩაიგდო ხელში. ამ კვირაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, როგორც ჩანს, ასახულია პილოტის, მუათ ალ-კასაესბეს ცოცხლად დაწვა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მიერ. იორდანიის მეფე აბდულამ 4 თებერვალს პირობა დადო, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებს. 4 თებერვალს, გამთენიისას, იორდანიამ სიკვდილით დასაჯა ორი ერაყელი ექსტრემისტი, მათ შორის ერთი ქალი, რომლებიც დამნაშავედ სცნეს ამანში 2005 წელს მომხდარ აფეთქებებში. იერიში 2005 წელს სასტუმროზე განხორციელდა და მას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG