Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი და ოლანდი ახალი შეთავაზებით გამოვლენ უკრაინის კონფლიქტის გადასაჭრელად


გერმანიის მთავრობის ცნობით, კანცლერი ანგელა მარკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი 5 თებერვალს კიევში გამართავენ შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან, 6 თებერვალს კი მოსკოვში ჩავლენ და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან. ოლანდი აცხადებს, რომ ამ ვიზიტების დროს ის და მერკელი გამოვლენ „ახალი შეთავაზებით“ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრის მიზნით. ბრძოლას აღმოსავლეთ უკრაინაში აპრილის შემდეგ 5,350-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე ოლანდმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ვერ მოიტანა კონფლიქტის დასრულება. ოლანდის თქმით, ახალი შეთავაზება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს დაეფუძნება.

XS
SM
MD
LG