Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიის თვითმფრინავებმა სირიაში ისლამური სახელმწიფოს ობიექტები დაბომბეს


იორდანიის საბრძოლო თვითმფრინავებმა სირიაში ექსტრემისტული გაერთიანების ისლამური სახელმწიფოს ობიექტები დაბომბეს 5 თებერვალს. მანამდე კი ხმაურით გადაუფრინეს ექსტრემისტების მიერ მოკლული იორდანიელი მფრინავის მშობლიურ ქალაქს. იორდანიის არმიის ცნობით, ათეულობით თვითმფრინავი მონაწილეობდა იერიშში, რომლის დროსაც გაანადგურეს იარაღის საწყობები და საწვრთნელი ბაზები, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს ეკუთვნოდა. თავდასხმა განხორციელდა, როცა იორდანიის მეფე, აბდულა,მსხვერპლის ოჯახს უსამძიმრებდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნასერ იუდეჰმა უთხარ „სი-ენ-ენს“, რომ ეს, მფრინავის დაწვაზე იორდანიის პასუხის მხოლოდ დასაწყისი ოყო. ძალის დემონსტრაცია მოხდა ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც ისლამურმა სახელმწიფომ იორდანელი, დატყვევებული მფრინავის ცოცხლად დაწვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

XS
SM
MD
LG