Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია იწყებს მუშაობას


მიუნხენში 6 თებერვალს მუშაობას იწყებს უსაფრთხოების პოლიტიკის საერთაშორისო კონფერენცია. რიგით 51-ე ამგვარ შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ 20-მდე სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები, ასევე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ექსპერტები. მიუნხენის კონფერენციას დაესწრება საქართველოს დელეგაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. დელეგაციაში არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე. პრემიერ-მინისტრი გამართავს რამდენიმე შეხვედრას, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან და სენატორ ჯონ მაკკეინთან. მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემაა უკრაინის კონფლიქტი. კონფერენციის მეორე დღეს ევროპის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმობა. ამ თემაზე მთავარი მომხსენებლები არიან გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, აშშ-ის ვიც-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი. შაბათისთვის სხვათა შორს ირანის ბირთვული პროგრამისგარშემო შეხვედრაა დაგეგმილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის და ირანელ კოლეგა ჯავად ზარიფს შორის.

XS
SM
MD
LG