Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ ევროკავშირს დახმარება სთხოვა


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას, კვლავ დაადანაშაულა რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების დახმარებაში და ევროპის კავშირს მოუწოდა, დაეხმაროს კიევს. უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის ანექსიაზე საუბრისას თქვა, რომ რუსეთმა, „ერთ დროს მეგობრულად განწყობილმა მეზობელმა“, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და დაიკავა უკრაინის ტერიტორიის ნაწილი. მან დასძინა, რომ რუსეთმა სეპარატისტებს სამხედრო ტექნიკა მიაწოდა, რუსეთის ჯარები კი აღმოსავლეთ უკრაინაში, სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან. პოროშენკოს თქმით, სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტის ერთადერთი საშუალებაა მინსკის შეთანხმებების პრინციპების შესრულება.

XS
SM
MD
LG