Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში ძლიერი აფეთქება მოხდა


9 თებერვალს ღამით ძლიერი აფეთქება მოხდა დონეცკში. მისი დანახვა რამდენიმე კილომეტრიდან იყო შესაძლებელი. აფეთქების ტალღამ ქალაქის რამდენიმე რაიონში შენობების შუშები ჩაამსხვრია. ინფორმაცია დაღუპულებზე ან დაშავებულებზე არ ვრცელდება. „რია ნოვოსტი“, დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფეთქების ეპიცენტრი იყო დონეცკის ქიმიური ნაწარმის სახელმწიფო ქარხანა. დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები თვლიან, რომ აფეთქების მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ტაქტიკური რაკეტის დარტყმა. უკრაინის პოლკ „აზოვის“ პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ აფეთქდა სეპარატისტების იარაღის საწყობი. უკრაინის „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერმა დმიტრი იაროშმა „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის სამხედროებმა გაანადგურეს „გრადის“ 20 დანადგარი, 30 მანქანა საომარი აღჭურვილობით და დაახლოებით 200 სეპარატისტი.

XS
SM
MD
LG