Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელ პილოტს გაუხანგრძლივეს წინასწარი პატიმრობა რუსეთში


მოსკოვის სასამართლომ დააკმაყოფილა საგამოძიებო კომიტეტის მოთხოვნა და უკრაინელ პილოტს, ნადია სავჩენკოს, სამი თვით, 13 მაისამდე გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობა. 10 თებერვალს შესრულდა მესამოცე დღე, რაც სავჩენკო პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 29 იანვარს სავჩენკო გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, ექიმები აცხადებენ, რომ მან სწრაფად დაიკლო წონაში. 10 თებერვლის სასამართლო პროცესზე სავჩენკომ დაუმორჩილებლობა გამოხატა. მოსამართლის შეკითხვას, თავს როგორ გრძნობს, მან უპასუხა, „ვერ ეღირსებითო“ - რითიც იგულისხმა, რომ რუსეთის მთავრობას მისი სიკვდილის იმედი აქვს, მაგრამ ის მალე არ მოკვდება. სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში, ივნისში დააკავეს პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა და ივლისში რუსეთს გადასცეს. რუსეთის პროკურორები მას ბრალს სდებენ ორი რუსი ჟურნალისტის სიკვდილთან კავშირის ქონაში. ჟურნალისტები აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გაშუქებისას დაიღუპნენ. რუსეთი უგულებელყოფს დასავლეთის მოწოდებებს მისი გათავისუფლებისკენ.

XS
SM
MD
LG