Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა თავისი პოზიცია განსაზღვრა მინსკის სამიტის დაწყებამდე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინის მთავრობის ჯარებს ადანაშაულებს რუს მეამბოხეებთან ბრძოლისას ტერიტორიული წინსვლის მცდელობაში, მინსკში 11 თებერვალის სამიტისთვის პოზიციის გასაუმჯობესებლად. ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, საგრძნობი პროგრესია მიღწეული მინსკში რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრისთვის მზადებისას. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინამ არ უნდა მოითხოვოს რუსეთთან საზღვრის გაკონტროლება ტერიტორიაზე, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. დღეს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა მოითხოვს „ცეცხლის შეწყვეტას, (უკრაინიდან) ყველა უცხოელი ჯარისკაცის გაყვანას და საზღვრის ჩაკეტვას“.

XS
SM
MD
LG