Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დაიწყო სამიტი უკრაინის თაობაზე


უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა მინსკში დაიწყეს სამიტი, რომლის მიზანია მოლაპარაკება აღმოსავლეთ უკრაინაში 10 თვის წინ დაწყებული კონფლიქტისთვის ბოლოს მოღებაზე. პეტრო პოროშენკო, ვლადიმირ პუტინი, ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი 11 თებერვალს, საღამო ხანს ჩაფრინდნენ მინსკში ერთმანეთთან შესახვედრად. მოლაპარაკების დაწყებამდე პოროშენკომ ამ შეხვედრას უწოდა ბოლო შანსისიტუაციის „კონტროლიდან გასვლის“ არდაშვებისთვის. სამიტზე გარღვევის მიღწევის პერსპექტივა საეჭვოა ინტენსიური ბრძოლებისა და ურთიერთსაწინაამდეგო ინტერესების ფონზე. შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, კონფლიქტმა აღმოსავლეთ უკრაინაში 5350-ზე მეტი ადამიანი შეიწირა და ცივი ომის შემდეგ ყველაზე მწვავე დაძაბულობამდე მიყვანა დასავლეთთან მოსკოვის ურთიერთობა. გერმანიის კანცლერის პრესმდივნის, შტეფენ ზაიბერტის სიტყვებით, ეს შეხვედრა მხოლოდდამხოლოდ "იმედის ნაპერწკალია“, სხვა არაფერი.

XS
SM
MD
LG