Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აღნიშნავენ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის 26-ე წლისთავს


რუსეთში აღნიშნავენ ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის 26-ე წლისთავს. ღონისძიებები იმართება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. საბჭოთა ჯარები 1979 წელს შევიდნენ ავღანეთში. ცხრაწლიანი კამპანიის მსვლელობაში, ავღანეთში ყოფნა მოუწია 600 ათასამდე საბჭოთა სამხედრო მოსამსახურეს, დაიღუპა 15 000-ზე მეტი, დაიღუპა ასევე, სხვადასხვა მონაცემებით, ორ მილიონამდე ავღანელი. კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარებაზე 1988 წელს ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, საბჭოთა კავშირი იმავე წლის 15 მაისს შეუდგა ავღანეთიდან ჯარების გაყვანას. სამხედროების ბოლო კოლონამ 1989 წლის 15 თებერვალს გადაჭრა ავღანეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარი.

XS
SM
MD
LG