Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბერლინალეზე“ ირანელი ჯაფარ პანაჰის ფილმმა გაიმარჯვა


ირანელი რეჟისორის, ჯაფარ პანაჰის ფილმმა „ტაქსიმ“ საუკეთესო ფილმისათვის განკუთვნილი პრიზი „ოქროს დათვი“ მოიპოვა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, "ბერლინალეზე". ფილმში თავად პანაჰი თამაშობს. ის განასახიერებს ტაქსის მძღოლს, რომელიც თეირანში კლიენტებს ესაუბრება, მათ ამბებს ისმენს. ბერლინალეს ჟიურის თავმჯდომარის, ამერიკელ რეჟისორ დარენ არონოვსკის თქმით, პანაჰის „ფილმი სავსეა სიყვარულით მისი ხელოვნების, მისი თანაქალაქელების, მისი ქვეყნისა და მისი მაყურებლების მიმართ“. პანაჰის ფილმები აკრძალულია ირანში, რეჟისორი რამდენჯერმე იქნა დაპატიმრებული ანტისამთავრობო საქმიანობის ბრალდებით, ხოლო 2010 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 20 წლით აუკრძალეს ფილმების შექმნა. ფართომსაშტაბიანი საერთაშორისო საპროტესტო კამპანიის შედეგად, პანაჰი შინა პატიმრობიდან გამოუშვეს და ფილმებს ის აკრძალვის მიუხედავად იღებს. მისი ბოლო სამი ფილმი ასევე აკრძალვის მიუხედავად გამოიტანს უცხოეთში. რახან რეჟისორს ირანიდან გამგზავრება ეკრძალება, „ოქროს დათვი“ გადაეცა მის ნათესავს, ჰანა საედის. 2012 წელს ევროპარლამენტმა ჯაფარ პანაჰის მიანიჭა სახაროვის სახელობის პრემია.

XS
SM
MD
LG