Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ძველი სავიზო რეჟიმის დაბრუნებას სთავაზობს


საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ტურიზმის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ასახელებს. „შემოთავაზება მაქვს: დაუყოვნებლივ დავაბრუნოთ ძველი სისტემა. ეს შეიძლება ერთ კვირაში გაკეთდეს და მომავალ სასესიო კვირაში კანონის ინიცირება და ცვლილებებამდე არსებული სტანდარტის დაუყოვნებლივ დაბრუნება მოხდეს“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და ცვლილებას „მავნებლური“ უწოდა, რომლისთვისაც ვინმემ პასუხი უნდა აგოს.

XS
SM
MD
LG