Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი პარლამენტარის თქმით, სამთავრობო ჯარი ტოვებს დებალცევოს


უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, სემიონ სემიონჩენკო თავის ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ უკრაინის სამთავრობო შენაერთები ტოვებენ ქალაქ დებალცევოს, როგორც ამას მინსკში მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს. სემიონჩენკო სათავეში უდგას უკრაინის მოხალისეთა ბატალიონს. საერთაშორისო მედიასაშუალებების თანახმად, მეამბოხეები ამტკიცებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ასობით სამხედრო მოსამსახურე იარაღს ყრის და მოწინააღმდეგეს ნებდება.

XS
SM
MD
LG