Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ პოლონეთს ორი პალესტინელისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა


პოლონეთი თანახმაა, 262 ათასი ამერიკული დოლარის კომპენსაცია გადაუხადოს ორ მამაკაცს, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიაზე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ციხეში იყვნენ დაკავებული. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გჟეგოჟ სხეტინამ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არ მიიღო პოლონეთის საჩივარი. ვარშავის თქმით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო 2002-იდან 2003 წლამდე მუშაობდა პოლონეთის ტერიტორიაზე და განხილულ შემთხვევაში პასუხისმგებელიც ის იყო, თუმცა პოლონეთი მზად არის, დაემორჩილოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. განაჩენის თანახმად, 2000 წელს პოლონეთის ტერიტორიაზე ტერორიზმში ეჭვმიტანილი პალესტინელი აბდ ალ-რაჰიმ ალ ნაშირისა და აბუ ზუბაიდაჰის დაკავება, რომელიც ასევე მოიცავდა წამებასა და სხვა არაჰუმანურ ქმედებებს მათ წინააღმდეგ, მათი უფლებების შელახვა იყო.

XS
SM
MD
LG