Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინაში გაეროს მშვიდობისდამცველთა გაგზავნას


რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინაში გაეროს მშვიდობისდამცველთა გაგზავნას. რუსეთი უკრაინის წინადადებას მიუღებელს უწოდებს. ამის თაობაზე 19 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა და დასძინა, რომ კონფლიქტის მოწესრიგების საფუძველი უნდა იყოს მინსკის შეათანხმება, რომელიც არ ითვალისწინებს კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო მშვიდობისდამცველების გაგზავნას. 18 თებერვალს უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება გაეროს მანდატით მშვიდობისდამცველთა მიწვევის შესახებ. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, საუკეთესო ფორმატი ევროკავშირის საპოლიციო მისია იქნებოდა.

XS
SM
MD
LG