Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2008 წლის აგვისტომდე დარეგისტრირებულ სამშენებლო ობიექტებს 200 მლნ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერებათ


2008 წლის აგვისტომდე დარეგისტრირებული სამშენებლო ობიექტების დავალიანება, რომლის ჩამოწერაც მოხდება, 100-დან 200 მილიონ ლარამდე შეადგენს, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ეს შეეხება 15 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს და 15-ზე მეტ კომპანიას. ლაშა ხუციშვილმა ამ ეტაპზე კომპანიები არ დაასახელა და თქვა, რომ ეს შეღავათები წესდება „ზოგადად დარგისთვის“.

XS
SM
MD
LG