Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრი ავღანეთში ჩავიდა


აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრი ქაბულში ჩავიდა მოულოდნელ ვიზიტად. ეშ კარტერმა თქვა, რომ სურს ავღანელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან ისაუბროს, "მტკიცე" წარმატების უზრუნველსაყოფად აშშ-ის ჯარის გაყვანის ფონზე. აშშ-ის საბრძოლო შენაერთებმა ავღანეთი დატოვეს, მაგრამ იქ დარჩა ჯარის ნაწილი, რომელიც ავღანელი სამხედროების წვრთნითაა დაკავებული ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ ანტიტერორისტული ბრძოლისთვის მოსამზადებლად. კარტერის თქმით, ის მოელის, რომ ისაუბრებს ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან ჯარის გაყვანის გეგმაზე და იმაზე, თუ რა იქნებოდა ავღანეთის არმიის განვითარების საქმეში აშშ-ის არმიის დახმარების საუკეთესო ფორმა. კარტერი აპირებს ღანისან იმსჯელოს თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკების გარშემოც. პაკისტანის არმიის და ავღანეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ასევე და დიპლომატებმა განაცადეს 19 თებერვალს, რომ თალიბანს სურს ქაბულთან სამშვიდობო მოლაპარაკების გახსნა.

XS
SM
MD
LG