Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა ვატიკანში პაპთან ერთად უკრაინის კრიზისზე იმსჯელა


გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი უკრაინაში ომის დასრულების მიზნით დიპლომატიურ მცდელობების გარშემო მსჯელობდა რომის პაპთან ერთად ვატიკანში, 21 თებერვალს. მერკელმა, რომელმაც საკვანძო როლი ითამაშა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაში, პირადი აუდიენცია იქონია რომის პაპ ფრანცისკესთან. შეხვედრის შემდგომ განცხადებაში ნათქვამია რომ ორივე მხარე ხაზს უსვამს მათ ვალდებულებას „უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან მიღწევაში“. პაპმა და კანცლერმა სიღარიბეზე, ქალთა უფლებებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე და ბუნების დაცვაზე იმსჯელეს. ესაა სფეროები, რომლებზეც დიდი შვიდიანის შეხვედრაზე იქნება საუბარი. ეს პაპის და მერკელის მესამე შეხვედრა იყო.

XS
SM
MD
LG