Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევის საქმეში მსოფლიოს ქვეყნები ერთად არიან


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონკერიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს ექვსი სახელმწიფო, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და გერმანია, ერთ პოზიციაზე არიან ირანთან მისი ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმების მიღწევის საქმეში. ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დაიწყო ჟენევაში,სადაც აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრიერნესტ მონიზი ხვდება ირანის ვიცე-პრეზიდენტს, ამ ქვეყნის ბირთვული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ალი აქბარ სალეჰის. ჟენევაში მოლაპარაკების ფონი ექსპერტების დონეზე შეხვედრებია. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა და გერმანიამ მარტის თვეში უნდა მოახერხონ ბირთვულ პროგრამაზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა; საბოლოო დოკუმენტი ივნისისთვის უნდა გაფორმდეს. დასავლეთში ეჭვობენ, რომ ირანი შეიძლება ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვოდეს. ირანის ამას უარყოფს.მოლაპარაკების მიზანია, რომ ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ თეირანმა თავის ბირთვული პროგრამა გამჭვირვალე გახადოს და შეზღუდოს.

XS
SM
MD
LG