Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: სეპარატისტები მარიუპოლთან მაგრდებიან


კიევმა გამოაცხადა, რომ პრორუსული სეპარატისტები თავიანთ ძალებს და იარაღს აგროვებენ მარიუპოლის მახლობლად, აზოვის ზღვის პირა არეალში. ამავე ცნობით, სამთავრობო ჯარი აძლიერებს თავის პოზიციებს მარიუაპოლზე რუსეთის მხარდაჭერით მოსალოდნელი იერიშის მოაგერიებლად. უკრაინის არმიამ განცხადება გააკეთა 21 თებერვალს მას მერე, რაც მარიუპოლის აღმოსავლეთში, ნოვოაზოვსკში, მეტი ტანკების, ჯარის და არტილერიის გაგზანში დაადანაშაულა რუსეთი. უკრაინის ოფიციალურ პირთა თქმით, თუ სეპარატისტები მარიუპლოლს შეუტევენ, ეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროპის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების ბოლო იქნება.

XS
SM
MD
LG